პოეზია · ლირიკა
* * * შენი სამფლობელოა
შენი სამფლობელოა,შენი ანასეული,ვით სასახლის მესერსდა დედოფლის სამყოფელს,ისე ვუახლოვდები...სმენას უალერსებს
სიტყვა - შუამავალიდა ანძაზე ფრიალისაკუთარი დროშის.წიგნი შენი სახლია,შენი ტაჯ-მაჰალიადა სასახლე დოჟის.
იგი აღმართულიარიტმისა და მუსიკისვიწრო ხეობაში,მიაბიჯებ ამაყადდა თვე მოგდევს თორმეტივით თორმეტი პაჟი.
ჰგვანან შენი ლექსებიმთიდან დიდთოვლობაშიძირს ჩამოსულ ირმებს,ჩვენთან მაშინ მოდიან,როცა გრძელი ზამთარისაქმეს გაუჭირვებთ.
დგახარ მზეში უაზროხმაურს არიდებული,ხელს შეუშლის ტაშიმარგალიტად რომ იქცესის, რაც მოხვედრილიასულის ნიჟარაში.
დრო მიდის და ვიცვლებითდა მზე მდინარეებისვიწრო კორსეტს ამტვრევს,ჩვენდა გასამხნევებლადცვლიან გაზაფხულებიდაღონებულ ზამთრებს.
მაგრამ ალბათ ბოლომდესაამაყოდ მექნება,სანამ ვცოცხლობ, მანამრომ მე შენი ერთგულიქვეშევრდომი ვიყავი,დედოფალო ანა!..