პოეზია · ლირიკა
მაჭახელას ფუტკარო
,,შეფრენილო ფუტკარო, წადი, მავანს უთხარო..."
ნეტაი, ჰაითკენ მიფრინავმაჭახელას ფუტკარო?ბაბაის თქმული თუ გახსოვს,გაღმელ ბერებს უთხარო:ზედვაკიდან ვაკემდე,ნისლი ღოღავს უჰალო...ნეტაი,კიდევ რამდენ ხანს,უნდა გუუძლოთ უფალო?ხედავ, კარჩხლის წვერიდანრაფერ დგება მზებერი,ალბთ, ჩემმა ნენულამშემეითვალა ხებერი,ჰოდა, გევდეთ კალოზედარდით გამოკამპულნიდა მევსმინოთ იქიდანშემოთლილი ქართული.ნეტაი, წრევლაი წვიმებმაკერეკუჩხეს რა უყო,ლაზარობა იზამესთუ ჩაჰკიდეს ქვაღორღიხიდიდან და დუუძახეს:მზეო, აგზენ გაგორდი!ვაი, თუ ხერთვისს ქილისესწვიმა გაცრა ყავარმასურო კედლებს მეედვა,ეზო გაატალავრა,ხავსი ხატებს შეუჩნდა,გველი გაჩნდა ფუძეშიმაშინ რაღას ვჯახირობთდანა დევსოთ უბეში...მაჭახელას ფუტკარო,ქომო-ქომო იფრინე,მინდა ნახო სოფლებშირაფერ ეფათუნებაჩემი გულის ჯიგარიდა მომიყვე ესხრიკვისბედი თუ ეთბუნება.მაჭედარი ხარივითგულო, ბევრის ტანია,რა ვქნა, ბედმა ბუხრიდანკდარი ამატანიაისე ძალვან დამსხრიკა,ისე დამახუხუნა,რომ დამამხო ნაგრანითავზე, რაფერც ხუხულა.ჰოდა, მიტომ ყველა დღეგაღმითებზე ვლოცულობ,მინდა დამღრალ უბეშიგული ავუფართქალო,სანამ სული ქართულიჯერ არ დანაძირება.სანამ კარჩხლის წვეროიდანმზე იმედით მაჭიხებს,მაჭახელას ხევისკენაუყევი ფუტკარო!* * *მარა,ისვენ დაბრუნდი,ბაბას უთხარ:- ვუთხარო....