↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოქროცურვილიდან

სალვარიძე მზია

2011-07-131 წთ საკითხავი609 ნახვა

—
ოქროცურვილიდანჩამონადენი ვარ,პეშვი შემიშვირეთ,არ ვარ დასაღვრელი...მიწა მიწილადეთ მულღაზანზაროისვარდით ამოვუვსო მინდა მიწას ხვრელი.მინდა ზეცის ცურებს შვლისებრ დავეწაფო,ღვთიურ მანანებით სისხლი გავიფილტრო,მერე საფრთხობელად ქარში გამოვფინოჩემი უსახური,უსისხლო ფიტულა....ჩიტუნებს ფეხებზე ბაფთებად დავკიდო ...გულში დამალული ობოლი ნატვრები,და მერე გიცქიროთ,თუ როგორ დათვრებით,ჩემი უცნაური ჩიტების მზერით...მინდა რომ პოეტებს მუზებად გესტუმროთკალამს დავესვეტო ნათლის ციალივით,ყურში ჩაგჩურჩულოთ მზისგან მონათვალირომ თქვენც დაუზარლად მზესთან მიმაცილოთ...თორემ დედამიწას ვატყობ, ვემძიმები,მძივებს მიწონიან ცრემლად ჩამოღვარულს,სანამ მომვარდნია ვინმე მძარცველივით,ხედავთ, რა მადლივით გავცემ თქვენს სიყვარულს?ჰოდა,სანამ გული სულ მთლად დამიცლია,ზოგჯერ გაიგონეთ ჩემი ანამღერიც,ოქროცურვილიდანჩამონადენი ვარ,პეშვი შემიშვირეთ,არ ვარ დასაღვრელი...

სალვარიძე მზია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი