↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მახსოვს

დაიაური გელა

2011-08-121 წთ საკითხავი4582 ნახვა

—
მახსოვს, მახსოვს, მახსოვს, მახსოვს,როგორც ფიფქი ბანგი,ყოველ სიტყვის თითო ასო,ადნებოდა ბაგეს.მახსოვს თეთრი გარიჟრაჟი,თეთრი თოვლი წმინდა,ხვეულს თმების ქარიშხალში,გახვეული ბარდნა.მახსოვს ჩქერი ავარდნილი,თეთრი თოვლის წინ დაგულში გრძნობა დაბარდნილი,იმ თოვლივით წმინდა.მახსოვს ტკბილი ბედისწერა,შენი თბილი ხელი,ჩვენი ცხელი ვნებისფერად,შეღებილი ხენი.მახსოვს ფერი მაგ თვალების,შავი ღამის ფერი,თოვლზე ჩვენი ნაკვალევი,ო, გზა ბედისწერის.მახსოვს მზერის გასწორება,წარკვეთილი სასო,სამუდამო განშორება,მახსოვს, მახსოვს, მახსოვს.
დაიაური გელა

დაიაური გელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი