↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შიო

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-132 წთ საკითხავი20069 ნახვა

—
ბალატონის ტბიდან (უნგრეთი) გამოდისპატარა მდინარე შ ი ომოდის პატარა წყალი მწვანეში,და არვის ახსოვს მისი ზარალი;მოდის მდინარე ლერწმოვანებში,ბალატონიდან გამომავალი.ცისფერ, იისფერ კაბით ირთვება,ზრუნავს, ბაღები არ მოამშიოს,ტბის წიაღიდან მოეზვირთებადა თურმე ჰქვია სახელად შიო...ვიდექ ნაპირზე ხეს მიყრდნობილიდა გახსენება ძველი ვინანე:მე შიო მყავდა ერთი ძმობილი,მშვიდი და წყნარი, ვით ეს მდინარე.მე შიო მყავდა ჩუმი ძმობილი,ეჰეი, მისებრ ძმა ვის ეყოლება?მთლად სიყვარულზე გულდანდობილი,ბავშვსაც კი ძმობით გაიტოლებდა!ატმის ხეს მარტში აყვავილებულსუგავდა გული... გული მგრძნობელი,ყვავილებსა და ხეებს ჰკოცნიდა,ყველა მცენარის გამომცნობელი.სიყვარულისთვის იყო შობილი,გულის ფიცარის ამომღარავი...მე შიო მყავდა ერთი ძმობილი,მყავდა... მიყვარდა... და აღარ არი!ის ხალხისათვის ომში დაეცა,ფაშისტის ტყვიით გულგანგმირული,მშობლებს ჩაუქრო მზეც და მთვარეცა,ჩვენ ამოგვიშრო ძმობის მირონი...და შენ, პატარა, მშვიდო მდინარევ,შიო ხომ არ ხარ, ჩემი ძმობილი?ისიც შენსავით პირმოცინარე,იყო შრომაში გამოწრთობილი...მასაც უყვარდა ჯაფა ბაღჩაში,როგორც შენ ჰკოცნი ხეებს მღიმარი,ისიც ხომ იყო შენებრ ჩახჩახადა სიყვარულით დანაწვიმარი!მასაც ხომ შიო ერქვა სახელად,ვინც თვისი ყრმობა გამინახევრა...მჯერა და მჯერა! ― ფიქრი მეტია! ―რომ შიოს გული მოსიყვარულესაქართველოში ვერ დაეტია,მდინარედ იქცა მოსიარულედ...და თუ გაიჭრა სამშობლოს გარეთ ―სიყვარულისთვის, ძმობისთვის მხოლოდ ...მუდმივ შრომაში ზვირთს აწანწკარებსდა მის სიცოცხლეს არ უჩანს ბოლო.
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი