პოეზია · ლირიკა
გაქცევა
ჩამოდგი ფეხი მატარებლიდან.ჩემოდნით ხელში.ვაგონებიდან გადმოსხმულიოთხკუთხედი შუქ–ნათებებიგამორევია ღამის ბლანტ საფარს.უძრავად დგახარ.უცაბედად გაგექცა ლანდი.დამოგზაურობს ნელად მავალიელმავალისშუქიდან–ჩრდილში,ჩრდილიდან–შუქში.
ლიანდაგებით,სამი დე (3D) სივრცისგანზომილებანაკლული კიბითშეუდგები შენთვის უცნობ გზას.ხის ძელაკიდან – ხის ძელამდე,საფეხურიდან საფეხურამდეადგამ ნაბიჯებს.ისე ამაღლდი,ვეღარ აწვდენ ხელს მოაჯირებსლიანდაგებზე, სამი დე (3D) სივრცისგანზომილებანაკლულ კიბეზე.
ჭინჭრებითა და მაყვალის ბუჩქითფეხშეუვალი,ჩამოშლილი სადგურის სულებს–თვალანთებულებს,მომკივანებს –აუვლი გვერდსდა გუბენაყლაპ ბილიკზე გახვალ.სამთაღოვანი ხიდიდან ხედავნემსიყლაპია როგორ ეხებაკუდით ტბორის წყალს;ზედაპირზე კი წვრილ წრეებს ხაზავს.იმ წრეწირებში შენი სახე ჩანს –ხან ორად...სამად ...–ხანაც, ათასად.მიდის გზა.მიდის.მიიკვეცავს მინდვრის ბოლოებს.არ აბოლოებს ქალაქიდან გამოქცეული,ლტოლვილის ბრძოლას გუშინდელ დღესთან.ძირებგამოჩრილ, ფესვგაფშეკილ,შენ დგახარ ხესთან,თავდაღმა რომ ჰგავს დაკიდებულს–თითქოს და განგებ, ვარჯით, ტოტებითჩაგრეხილს და ჩაზრდილს მიწაშითავის წინაშე შეჩერებული თოკ–ყულფიანითვითმკვლელების გასაწბილებლად.
მიდის გზა. მიდის. მიუყვები.მიწისქვეშეთის ბრმა ქვემძრომებისაელვებული მოგყვება თვალი.
ფოთლებში შუქი თამაშობს მკრთალი .ამოიხედე. დაინახე.ფიცრული სახლის აივანზექარ–ქარბორია ფარანს აქანებს.ანთია მგზავრის არილ – შუქურა.შენ უკვე აქ ხარ.გამოუძებნე სულს საბუდარი.სახლი აქ არი.სახლი...აქ არი.სახლი – აქ არი.შენ ... უკვე ...აქ ხარ –ხარ _ სამუდამოდ.