↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თვალსაწიერი Point Of View–დელტაპლანი

პაპიძე ნათია

2008-01-132 წთ საკითხავი2370 ნახვა

—
ვიწყებ იქიდან, თავდაპირველადორი ბიჯი რომ გადავდგი უკანსულდაგუბულმა,სუნთქვაშეკრულმა დანახტომისთვის მოვემზადე.ანუ, სრულიად გამოვტოვებ იმ ამბის თხრობას –როგორ ავედი,ავაღწიე ბოლმდინარ მთაზე.ყოველ ნაბიჯზეხედი იყო სახეშეცვლილი.ცას ვერ ვხედავდი, მიწა-მოჩანდა.ბილიკზე ხავსი, სქელი და რბილი,ჩემს ნაფეხურებს მწვანედ იმჩნევდა.მოპირდაპირე მთების ძირას ბაღი ხეებით,უხარებელი,ცრუ ნაყოფებით.მხარმომტვრეული, ნაშალი კედლისდა ძველი ღობის-ხვიარა სუროს არტახებით.მწუხარე ხედი:ბაღი - ხეებით…ბაღი-წერტილი…წერტილი…ლაქა…და იმის შემდეგ, რაც ღრუბლისაგანგრაგნილ კარიბჭესამოვცდი ხოხვით და მიწაც გაქრა,ზეცას ავხედე,სხვა რამ ვეღარც ჩანსჯანღის და ნისლა-ქსოვილების დანაყოფებითგადაბურულ დედილოს ტყავზე.მივხვდი, ხანდახან ისე ხდება,ხან ხდება ასეც -ღმერთიც ვერ ხედავს იმ სიმაღლიდანრა - როგორ არის.ამიტომ, ვამჩნევ,ის დროებითი ვარამ-ხინჯები,რაც სულზე გარჩა, იმის ბრალია-ნისლის და ჯანღის ქსოვილებითგადასუდრულ დედილოს კანზეღმერთიდან არ ჩანს:ბაღი ხეებით,ხორცგახელებით სამშვინველის დამახინჯება,ფრთაშემომდნარი ქინქლებისა თუ ფარვანებისსასაფლაო და შუქ-ხაფანგალამპიონები.გზა დახერგილი.ჰო, გავაგრძელებ სწორედ იქიდან,თავდაპირველად, სუნთქვაშეკრულმაორი ბიჯი რომ გადავდგი უკანდა ნახტომისთვის მოვემზადე:დაშვება…ლაქა…წერტილი-ბაღი…ხეები-ბაღი…ბაღი…დაშვება.
და სანამ მიწა დამხვდებოდამკლავებგაშლილი-ამ ერთხელ მაინც ხომ შევძელითვალების ქცევაურყვნელ ბავშვებად;უხორცსხეულო და უჩვეულოსულის აშვებით-ცის დინებებთანსიმსუბუქითგათამაშება.
პაპიძე ნათია

პაპიძე ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი