↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დღესაც გრძელდება დღესაც ასეა

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40768 ნახვა

—
(გალაქტიონ ტაბიძის ხსოვნას)
დღესაც გრძელდება დღესაც ასეაქარი, სიჩუმე, და ფოთოლცვენა..და მე ვგრძნობ როგორ მიცვლის ხასიათსქარი, სიჩუმე .. და ფოთოლცვენა....
მე, შეიძლება, დღეს დამეწერაის, რაც მაწვალებს გაჩენის დღიდან,მაგრამ ჩემს თვალწინს მოწყდა კენწერო,რომელსაც გუშინ ქარი ვერ ხრიდა.
და ისევ ქუჩებს ვუბრუნებს თვალებს,თითქოს მდინარეს ვუბრუნებ თევზებსდა ვიცდი, რადაგნ ვიცი, რომ მალეამტკივდებიან ფიქრები შენზე.
დღესაც ასეა დღესაც ასეაქარი, სიჩუმე, და ფოთოლცვენა..და მე ვგრძნობ როგორ მიცლს ხასიათსქარი... სიჩუმე .. და ფოთოლცვენა....
1959
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი