↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ედიშერ ყიფიანის ხსოვნას

ჭილაძე ოთარ

2013-04-131 წთ საკითხავი24062 ნახვა

—
ირგვლივ გარტყია ოთხი კედელი,ოთხი უენო და მკაცრი მცველი,ჩვენი უმწეო ცრემლებით სველიდა შენი ყველა გზის ჩამკეტველი.
ძლივსღა განათებს მზე ფერმიხდილი,მარტო ხარ, როგორც მინდორში ზვინი,და მთვრალი შენი პურით და ღვინით -შენს ამბავს ნელა ყვება სიკვდილი.
არ ჩქარობს შენი ბოლო ძმობილი,არ ჩქარობს, რადგან თვითონაც იცის,რომ უკვე ჩვენი კაცია ისიც,შენს ჭრელ პერანგში გამოწყობილი.1973წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი