↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვალერიან გაფრინდაშვილს

რობაქიძე გრიგოლ

2023-05-121 წთ საკითხავი8520 ნახვა

—
შენ გესმის მუდამ ჯადოსანი ხმა შორეული.სურნელოვანი შენში თითქო ვიღაცა მოჰკლესორეულების მასკარადზე სიზმარეულიმალვით გინიშნავს შენი ცალი პაემანს მოკლეს.
გოლუბის მასკით შენც იქ მიხვალ თვით ორეულიმაგრამ მის ადგილს შეეყრები მხოლოდ მის მომკელსშიში აგიტანს, გადასძახებ ძველ ემპოდოკლეს.რომ სიტყვით შეჰკრა ეს ქვეყანა გადარეული.
და შენი ხელი ახელებით ცდას ვეღარ ითმენს:უვალ ხრამებში ის მოანგრევს და ბელტავს რიტმებსმაგრამ ხანდახან სარკე ხილვას რომ დაგპირდება, -
შენში უეცრად აიშლება მარადი ქვრივი:დაგირბილდება მაშინ შენი სონეტი კვრივიდა ულმობელი უცნობისთვის შენც ატირდები.
1921
რობაქიძე გრიგოლ

რობაქიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი