↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქვიშის დიუნები

პაპიძე ნათია

2008-01-132 წთ საკითხავი2378 ნახვა

—
სანამ დიუნების დათვლას დაიწყებ -სანამ ხორკლიან სხეულზე შემოხვიე ხელი-იმაზე დაფიქრდი, რამდენ ხანს იქროლა ქარმა,ქროგორ იმუშაკა- მოექსოვა ქვიშის რიდე-შენი ორივ თვალის ასახვევი.ზოგს სახე ამოუნაკვთა, ზოგს - კიდური და მერეღიმილიც ასწავლა.მიგაჩვევინა თვალი და გული-ყოველ წამობერვაზე ნაკლებ რომ გტკიოდესვ ე რ მ ხ ე დ ვ ე ლ ო ბ ა.მოგაჩვია და მოგაწონა მიწის ფერი,რათა ვერ ნახო... ვერ დაინახო -ც ა!
ზიხარ...ზიხარ და ხაზავ წრეებს მიწაზედა არ კი იცი, რომ მხრჩოლავ ქვიშაშიჩახატულ სახებებს ვიღაცამ გამადიდებელი შუშიდანდახედა და დაარქვა ნასკას უდაბნოსხვა ვერმხედველთა ცრურწმენების გასაღვიძებლად.
სანამ დიუნების ათასი ჭრელი გველით დაგესლილკალთებს შემოირტყამ -სანამ მათი სიზმარეული კონტურები ცხადად გექცეოდეს -დაფიქრდი.დაფიქრდი იმაზე, რისთვის გაგაღიმა დარატომ ამოგივსო ქვიშით პირი ქარმა!შეგაჩვია და მოგაწონა მიწის გემო.რათა ვეღარ თქვა –ს ი ტ ყ ვ ა!
ზიხარ...ზიხარ და აგორებ კოჭს მიწაზედა ვერ კი ამჩნევ,შენს სათამაშო ქვებს ვიღაცამროგორ დახედაგამადიდებელი შუშიდან და დაარქვა -სთოუნჰენჯი-სხვა ვერმეტყველთა ცრურწმენების გასამართლებლად.
სანამ მნათობი წვეთ–წვეთად ჩაიღვრება,სანამ გორაკს მიღმა დასცემს კარავს,სანამ დიუნებს მონაბერი ჰაერის მელოდია წამოსცდებათ -დაფიქრდი იმაზე, რატომ დაგიხშო სმენა ქარმა,მოგაწონა და მოგაწვდინა ქამანდივით მოქნეული სისინი დაარ განებებს გესმოდეს ვულკანის ყელიდან ამოხეთქილი –ხ მ ა!
ზიხარ...ზიხარ და ქვისგან ყურმოჭრილ ფიგურებს თლიდა არ კი იცი, რომ ვიღაცამ შენს ქმნილებებსგამადიდებელი შუშით დახედადა დაარქვა პასექის კუნძულის ძეგლებისხვა ვერმსმენელთა ცრურწმენების მტკიცე დასტურად!
სანამ შენ ფიქრობ......დაბეროს ნესტოები და დაჰბეროს სამუმმამტვრის მოხეტიალე ფიგურებში დაგანახოსყოველი შემხვედრი ცდუნება, რომელზეც უარი ვერ თქვი!
შენ ერთი ხარ – კაცობრიობის curriculum vitae.შენ შენი შესცოდე-დედამიწას, კი უზარმაზარი დააჩნდა ლაქა.
მაგრამ... ახლა რომ მოხვიდე...პეშვით მომიტანო ცოდვის და ქვიშის მარცვლები,ეგ ხომ იგივეა, - ფინიკი ბასრაში წაიღო გასაყიდად!
ჰოდა, დაფიქრდი, ს ა ნ ა მ ...
პაპიძე ნათია

პაპიძე ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი