↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი სახლი

პაპიძე ნათია

2006-01-131 წთ საკითხავი2381 ნახვა

—
ჩემი სახლი, ზღვასთან რომ კლდეა, იმის წვერზე დგას -გადაჩეხვაზე.მე და ის, ერთად, ვეთამაშებით ბედს და შემთხვევას.აღმოსავლეთის ფანჯრებიდან ვრცელი ველი ჩანს -ნასახლარებით.ობმოდებული ნანგრევებისჭრელ მოზაიკებს ბინდი ერევა.და დასავლეთისსარკმელს მიმდგარი, უთუოდ, ვფიქრობზღვაში ჩამხრჩვალი მანათობლისგადარჩენაზე.კიდევ კარგი, რომ სარწეველა მაქვს.არ მოსჩანს გზები იქით, სადაც ვიცხოვრებ ბოლოს.ოსტით - ვრცელ ველზე დაფანტულანქვა – ფიგურები.ვაკეთებ სვლებს და ახლაც ვებრძვი,არ ვეპუები –ვიღაც უხილავს, თითქოს, კაცთან განგებ რომ ომობს.თამაში...სვლები...სვლები...შამათი...და თითოეული წაგებული თუ მოგებულიპარტიის შემდეგვესტით - მზის ზღვაში ჩალბობას ვხვდები....დღითი-დღე, მეტად ვემსგავსები დაღლილ მამაჩემს.სარკეს კი, ახლა, დამტვერილი, შავი აქვს ფსკერი.
პაპიძე ნათია

პაპიძე ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი