↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 85 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21572 ნახვა

—
დადუმებული ჩემი მუზა ვერ გესალმება,სხვევი კი, ამ დროს, შენი ქებით გალაღებულან,გადაქცეულან მელექსენი ოქროს კალმებად,ხან ძველებურად გიმღეროიან, ხან ახლებურად.მე მუნჯადა ვარ, ულექსობას ვითმენ და ვითმენ,სხვები კი სწერენ ჩინებულად ლექსებს მაცდურებს,მეც მათ ჰიმნებზე „ამინს“ ვამბობ, ვით მედავითნედა შენს საქებრად ნათქვამ სიტყვას სხვას ვუდასტურებ.სხვა როს გადიდებს, მე ყოველთვის მას ვეთანხმები,თუნდ მეცოტაოს მისი სიტყვ ხოტბად დანთქმული,მე გულში გაქებ, უხილავი შენი თანმხლები,რამეთუ შენ ხარ ჩემი ლექსი, ჩემგან ართქმული.რადგან სიტყვისთვის მეხოტბეებს წყალობ აქამდე,მეც შემიწყალე, თუ უსიტყვოდ აზრი გაგანდე!
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი