↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 84 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21572 ნახვა

—
შენმა მგოსანმა თავის ნათქვამს რა დაუმატოს,თუკი იტყვის, რომ „შენი მსგავსი მხოლოდ შენა ხარ“ამ ამაღლებეულ სტრიქონს თვითონ უნდა უმადლოს,რადგან სხვა სიტყვა შენს დიდებას მხოლოდ შელახავს.თუ სხვა მგოსანი სატრფოს ქებას არ აზვიადებს,მისი კალამი უსუსრი არც ღირს შენახვად.შენი პოეტი თავს იმითაც განადიადებს,თუკი იტყვის, რომ: „შენი მსგავსი მხოლოდ შენა ხაარ“!საკმარისია გადმოხატოს შენი მშვენება,არ დაგაკნინოს შენ, ბუნების დიდო გვირგვინო!მისი მნათობი აღარასდროს ჩაესვენება,მისმა სახელმა უკვდავების ცაზე იგვირგვინოს.და მე მაკვირვეს ქებისადმი შენი განწყობა,შენი ქება ხომ არისს შენივ შეურაცხოფა!
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი