↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 83 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21572 ნახვა

—
რადგან ხოტბა მაგ სიტურფეს არა სჭირდება,ნაზი ლექსებით არ მიქია შენი არსება;ვიცი, იმდენად ლამაზიაა შენი დიდება,რომ არ სჭირდება პოეტების შელამაზება.შენი სიტურფე მომეფინა გულზე მალამოდდა მის საქებრად უძლურია ლექსის ღაღადი,მაგ მშვენებისთვის დღევანდელი მოცვდა ყალამი:ვინ გადმოხატოს შენი სახე – ღმერთის ნახატი?!შენ ეს სიჩუმე თურმე ცოდვად გაქვს მიჩნეული,მე კი ცოდვების გამართლება იმ ცოდვით მინდა,რომ შენს დიდებას არ ვაკადრე ლექსი სნეულიდა სიმახინჯეს ავაშორე მშვენება წმინდაშენი უბრალო გამოხედვა უფრო მეტია,ვიდრე ის ქება, პოეტებს რომ გაუბედიათ.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი