↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცაზე ლეგიონი სცურავს ვარსკვლავების

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95267 ნახვა

—
ცაზე ლეგიონი სცურავს ვარსკვლავების,მთებში ეღვიძება ხეთა ათასეულს,სფინქსის ეპარება ფიქრი გამკლავებისლანდებს, ხიდეების სიგრძივ გადასეულს.სადღაც დაიძახებს შორი მდინარიდან,რაღაც ფრინველია, რაღაც ხმა კისკისა,და კვლავ სიჩუმეა მაღალ მყინვარიდან,აჰა, ვარდისფერმა ალმა იგიზგიზა.აი სანახავი, თუ გსურს, დიდებული -მართლაც, მშვენიერი, კარგი სანახავი...ღამე, კოცონებად შემოკიდებული,ალი, მდინარეზე გადანასახავი.ვიცნობ იმ ნაპირთა ასავალ-დასავალს,მაგრამ ყველაფერი ენით არ ითქმება,როსმე მოგიყვები მათ თავგადასავალს,და თმა, გათენებავ, ყალყზე დაგიდგება.მანამ შენს თანადარს გზები დაუფარჩოს,შუქთა შეკაზმვას და ალთა გაჭენებას,იმ სწრაფს, იმ სანატრელ მერანს გაუმარჯოს,იმ ცეცხლს გაუმარჯოს და იმ გათენებას!
1921
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი