↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცად აზიდულა, ვით მარმარილო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ცად აზიდულა, ვით მარმარილო,მყინვარის თეთრად ნაკვეთი თავი;იქ სცურავს მთვარე, სცურავს მუქ ცაზე,ვით ოკეანის სივრცეზე ნავი.დარიალისა ვიწრო კლდეებშიბნელ ღამეს ითევს ბურუსი შავიდა ისმენს თერგი, თუ ცაზე როგორესაუბრება ვარსკვლავს ვარსკვლავი.მყუდრო ღამეში მოხეტიალებედუინს სიზმრად მინახავს მხარე,სადაც მუდმივი, დაუჭკნობელისილამაზეა და სინარნარე.სადაც ქვეყნიდან უცხო საზღვარზესწყდება კაცთ ოხვრა გულმოსაკლავი,სადაც იდუმალ-მარადიულზეესაუბრება ვარსკვლავს ვარსკვლავი.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი