↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 82 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21578 ნახვა

—
შენ ჩემს მუზასთან რადგან არ ხარ ჯვარდაწერილი,სხვა პოეტებით გატაცება არ გეკრძალება,მხოლოდ ამ ლექსით მოხიბლული ვიცი ვერ ივლი,როს სხვათა ხოტბა შენი გულის კარსს ეძალება.გონიერებაც მოუცია შენთვის განგებასდა შენს საქებრად ჩემი სიტყვა გეცოტავება,ამიტომ გინდა განგადიდონ სხვათა ჩანგებმა,რაც ვერ შეიძლეს ამ ლექსებმა, საცოდავებმა.მაგრამ მე ვიცი, მათი ძალა დაიშრიტება,ენამჭევრობა მეტოქეთა მე არ მaშინებს,მალე მიხვდები ამ უბრალო ლექსის დიდებასდა ალალ სიტყვას დაედება ფასი მაშინვე.მჯერა სიყალბის მოყვარულად შენ რომ არ ივლი,რადგან მაგ ღაწვებს არ სჭირდება ფერუმარილი.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი