↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 81 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21572 ნახვა

—
არ ვიცი, ვისთვის დაუგეშავს სიკვდილს მსტოვრები,შენს და ჩემს შორის განუზრახავს ვისი არჩევა;ის ვიცი მხოლოდ, რომ შენ ყველას ემახსოვრები,ჩემი ხსოვნის კი ნატამალიც არსად დარჩება.შენი სახელი დროს სხივივით გადაეფრქვევა,მე კი ამქვეყნად, როგორც ქარი, გავქრები ველის,და თუ ჩემს საფლავს ერთი გოჯი მიწა ერქმევა,შენ ხალხის თვალში საუკუნო სავანე გელის.შენს ხსოვნას ჩემი ლექსი ძეგლად გამოადგება,რომ სააქაოს მრავლად ჰყავდეს მისი მნახველიდა სიკვდილის დღე თუ ყველასთვის ერთად დადგება,მარადისობას დამღად აჩნდეს შენი სახელი.ჩემმა კალამმა სასწაულის ქმნა თუ ინება,დროს შენი ხსოვნა სუნთქვასავით დაეფინება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი