↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 80 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21578 ნახვა

—
შენზე წერის დროს მე ყოველთვის შიში მერევა,რადგანაც, ვიცი, ჩემზე დიდი სული გიგალობს,აღტაცებული სახელს გიმკობს ნაირფერებად,რომ შენს საქებრად ჩემმა ლექსმა ვერ იგრიგალოს.თუ შენი სულის ოკეანე ხომალდსაც იტევს,ჩემი პატარა ნაავით როგორ დაიტვირთები,თუკი მეტოქე სიმღერებით დღედაღამ გიტევს,ჩემს თავხედ ლექსსაც გაუძლებენ შენი ზვირთები,ვიცი, გადვიტაან სტიქიონის ყველა ქარტეხილს,თუკი, ძვირფასო, ოდნავ მაინც წამეშვლელები,ანდა გამრიყავს შენი ტალღა, ანძაგატეხილს,ის ხომალდი კი, ნაპირს გავა თავის მშვენებით.და თუ მეტოქეს შენი ზვირთი არსად ჩასძინავს,ვიტყვი, რომ თურმე დასაღუპად ტრფობამ გამწირა.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი