პოეზია · ლირიკა
ჟუკოვსკისადმი
როს საოცნებო სამყაროსაკენამაღლებული სული გეწევა,ქნარი, რომელიც ღმერთებს მოსტაცე,შენი თითების ელის ხელწერას.როცა ჩვენებებს ვერ მოიცილებ,სიბნელის ჯადო სიზმარს გავიწყებს,როს შთაგონების სწრაფის სიცივეგეახლება და თმებს გადაგიწევს.შენ ქმნი სხვათათვის,მუცლითმეზაღპრეთ განუდექ გვერდზე,შენ მიმბაძველებს ხალხად არა თვლი,შენ ტალანტების მეგობრებს ეძებ.ყველას როდი აქვს ბედნიერება,დიდებას ყველა ვერ შევესწრებით,ნეტარ არიან, ვინც იგრძნო ვნებადიდი აზრების, დიდი ლექსების, -ვინც მშვენიერი, ხმა სანატრელი,აღანთო თრობის სათნო წამებად,ვინც მგზნებარება შენი ნათელის,შეიგრძნო, როგორც აღფრთოვანება.
1818