↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "იცვალეს ფერი ელდებმა"

ბერიძე სანდრო

2001-08-121 წთ საკითხავი1108 ნახვა

—
იცვალეს ფერი ელდებმა,ნურც სხვა ფეთებას ნუ ელი.გრძელდება, ისევ გრძელდება,სიკვდილ-სიცოცხლის დუელი.არც ჩაჩქანი აქვთ, არც _ ტოგა,სულერთი არის ამინდი,სიკვდილი იბრძვის მარტოკა,თავზარდამცემი რაინდი.ორი მოსისხლე ტანდემიდაუზოგავი, ხელია.დღე-ღამე _ სეკუნდანტებიდასასრულს აღარ ელიან.შავეთის არჩივს გუნდებადხან წვიმა ტირის, ხან _ ქარი.შეწირვის ფასად ბრუნდებასიცოცხლის დიდი ამქარი.მხედრებს დააცვდათ ფარაჯა,კანკალებს შიშით ტყე-ველი.დამზავებელი არა ჩანს,არავინაა მშველელი.გაოცება თუ ჩამოხმა,წყეული ჟამის გამოა,გაღმა წასული, გამოღმავეღარასოდეს გამოვა.იცვალეს ფერი ელდებმა,ნურც სხვა ფეთებას ნუ ელი.გრძელდება, ისევ გრძელდება,სიკვდილ-სიცოცხლის დუელი.
ბერიძე სანდრო

ბერიძე სანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი