↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ტიტე ჯვარს აცვეს"

ბერიძე სანდრო

2001-08-121 წთ საკითხავი1111 ნახვა

—
ტიტე ჯვარს აცვეს, ჯვარს აცვეს ტიტე,პაოლომ თოფით მოიკლა თავი,მეც საწვალებლად ზურგზე ამკიდესჯერ გაუთხრელი ჩემი საფლავი.მეც ამქვეყნიდან უნდა წავიღოყველა დარდიან კაცის ტკივილი,ვინც ბედნიერი ბედის არ იყოდა მიმოშლილა ცრემლში ტივივით.მე რეტიანი სამყაროს ცოდვასამარეშიაც გადამაბრუნებს,რადგან ადამის ჯიშსა და მოდგმასლოცვის მაგივრად წყევლა არგუნეს.მე მინდა ბოღმა შევსვა ფარულად,პოეტის ნაღდი ცრემლი დამისხით,ჭრილობას ხანჯლით გახსნა არ უნდა,გულიდან სისხლი წვეთავს თავისით.გზებს აფარია მზარავი ზაფრა,ვარდებს თანდათან ცვლიან ბარდები,მე მზის ღიმილი მიყვარდა, მაგრამმე სიკვდილითაც გავლამაზდები.გაჩენილია სულში ხანძარიდა ბედისწერა ბეწვით აბია,რომ ღამეს დარჩეს თეთრი ზღაპარიდა გაწყვეტილი ბიოგრაფია.
ბერიძე სანდრო

ბერიძე სანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი