↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეილები ნატო ინგოროყვასთვის-მეილი მეცხრე

ბერიძე სანდრო

2026-07-181 წთ საკითხავი1102 ნახვა

—
შენ რომ გაწყინა,უსამართლოდ და უმიზეზოდ,უნებლიეთ რომ უვნებელი გული გატკინა,იმ წყენასა და იმ გულის ტკენასწვიმის ცრემლებით რახანია ტირის ბათუმი.
პოსეიდონის თეთრმა ქალაქმა,ლურჯად გადაღებილი შავი ზღვის პოდიუმზეშენი კოპლებიანი ტრიოლეტების კაბა რომ ეცვა,ქალაქმა, მხოლოდ გამაოცარმა,ბოლოს და ბოლოს,შენი ხიბლის ხილვით რომ ისწავლაგაოცება და სახტად დარჩენა,ფერადი ნიჟარების გვირგვინი დაგიგვიანა.
კი არ უარგყო პოეტესა წვიმის ქალაქმა,მინებდა შურს და ლამაზმანთა ენამრავლობას,ჭორებს შენაჩვევ და მოყვარულ ქუჩაბანდებშიპლასტმასის ცარიელი ბოთლებივით რომ დააგორებდა,ფრთამოტეხილი და სველი ქარი.
დედოფლის ქოში,ღმერთს ლექსებში რომ გაუცვალე,სევდადაკარგულ ბულვარის კართან,ადიდასების ქაოსურ და ბრჭყვიალა ტევრში,აწყვია ობლად, როგორც ტკივილი,გაშვილებული ბავშვის გულში გადანახული.
ბათუმში ახლა ლექსი კი არა,გროვდება ფიჩხი და ფიჩხის ჩონჩხი.ზღვის დღეები და პოეზიის საღამოები,ცრემლიან სულთან მოთამაშე გამყინავმა დრომგააკოტრა და გააღარიბა.
აქ ერთადერთი,მდიდარი და გაუხუნარი,უჟამი ჟამის მაზუთიანი ხელი რომ ვერ მიეკარა,ფერადი ნიჟარების გვირგვინია,პოსეიდონმა ტალღების ნავით შენ რომ გამოგიგზავნა,რომც დაგიმალონ, რომც მოგპარონდა არ გადმოგცენ,სხვებმა თუ არა,გვირგვინმა ხომ იცის შენია.
ბერიძე სანდრო

ბერიძე სანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი