↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზღვას

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-122 წთ საკითხავი9121 ნახვა

—
მშვიდობით, ჩემო ლაღო სტიქია!უკანასკნელად ჩემ თვალთა წინაშენი ზვირთები ცისფრად მიჰქრიან,შენც მედიდური მშვენებით ბრწყინავ.
როგორც მეგობრის ჩუმი სახელი,მისი ვედრება და ჩუმი კვნესა,შენი ხმაური, შენი ძახილიგამოთხოვების წუთებში მესმა.
ჩემი წადილის და სულის ზღვარო!შენს ნაპირებთან ლხენად მოსული,ვიყავი მარტო, უმეგობარო,ერთის სურვილით გარემოცული.
მიყვარდა სმენა ნამდვილ ხმებისა,უფსკრულის ბგერა, ჟღერის ზმანება,შენი სიწყნარე დაბინდებისასდა შემდეგ ისევ ატორტმანება.
მორჩილი ნავი მებადურისაშენ ააცურე წყნარ ნეტარებით,მას იმედი აქვს ჩუმ სადგურისა:მაგრამ შენ ქარმა გაგაგულისადა იძირება გემთა ჯარები.
ვერ დავაღწიე აქამდე თავიჩვენი მაბეზარ მიწის ნაპირებს,ჩაკვდა სურივილი მოსალოცავი,და შენს ტალღებში პოეტის ნავივერსად გაპარვას ვერ დააპირებს.
მელოდი, მიხმე. . . ამაო ნებითჩემი სურვილი ჩავკალი დარდში,და შერკინული ძლიერი ვნებითისევ ნაპირის ამარა დავრჩი.
არ ღირს წუხილად! სად ნახავს ბინასჩემი უდარდელ მგზავრობის აფრა?შენს უდაბნოში მელოდა წინათერთი საგანი ქცეული ზღაპრად.
კლდე - ეს დიდების ურჩი საკანი,სადაც სიცივის სიო დგებოდა,რადგან ამ ქვეყნად პირველთაგანინაპოლეონი ნელა კვდებოდა.
მან განისვენა წვალებით. . . მაგრამმალე მეორე, მისივე კვალად,როგორც გრიგალის ხმაური გაქრა,ფიქრის ქურუმი გამოგვეცალა.
თავისუფლებით დატირებულიმოკვდა მეორე გვირგვინოსანი,აშალე შენი ტალღის კრებულიის იყო, ზღვაო, შენი მგოსანი.
მას შერჩა შენი დიდების დაღი,შენ იყავ იმის გულში მდგომელი,შენსავით ქუში, ძლიერი, ლაღი,შენსავით მუდამ დაუდგრომელი.
დაობლდა მიწა. . . რა ვქნა, თუ ძნელადმე ზღვაში ლელო გამიტანია.ბედის სასწორზე ერთი ვართ ყვლა,სად სიკეთეა, იქ უკვე მცველადან განათლება, ან ტირანია.
მშვიდობით, ზღვაო, ვიხარო უნდა,რომ ბედმა შენთვის მეხოტბედ დამსვა.და ოღონდ, ოღონდ მესმოდეს მუდამშენი გუგუნი საღამოს ჯამსა.
მდუმარ უდაბნოს და მწვანე ტყეებსმე შევუერთებ ნაჩუქარ ლხენას.შენს მყუდრო უბეს, შენს მაღალ კლდეებსსინათლეს, ჩეროს, ტალღების ენას.
1824

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი