↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კავკასიონი

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-121 წთ საკითხავი9135 ნახვა

—
მე გადავცქერი კავკასიონს. და ვდგავარ საშიშნაპრალის პირად - მყინვარების და თოვლის ზევით;გადაღმა კლდეზე წამოფრინდ არწივი რხევით,მე გამისწორდა და უძრავად ელვარებს ცაში.ვხედავ ასტეხა ნიაღვარმა თავის ზვირთებიდა პირველ ზვავთა მოძრაობას მე ვაკვირდები.
ქვევით ღრუბლები თითქოს არსად მიიჩქარიან,მათ ჩანჩქერები ხლეჩავენ და სცვივიან ხრამში;შიშველი მთები ჩასდგომიან ერთმანეთს მხარში;სულ ძირს კი ხავსი, ხრიოკი და ეკალნარია;და სადაც მუხნარს ასე მწვანედ დაუბურია,ჩიტების სტვენა და ირმების თქარა-თქურია.
მთებში კი, როგორც ბუდები მრავალი ორბის,სახლები ჩანან. . . კალთებს ცხვირი შემოსევია,ნათელ მიდამოს აგერ უკვე მწყემსიც სწვევია, 'ჩრდილიან ხევში აწყვეტილი არაგვი მორბის.ბედკრულ ცხენოსანს მოუნახავს კლდეში კარავი,განგაშებს თერგი გულზვიადი და შემზარავი.
თამაშობს, ღმუის, როგორც მხეცი, რომელიც ბორგავს,თუ შეიყნოსა გალიაში საძიძგნი ლეში;ვეღარ ეტავა თავის ვიწრო საპყრობილეშიდა მშიერ ზვირთით გარინდებულ ნაპირებს ლოკავს.ამაოდ, მისთვის აღარც საზრდო, შველაც როდია,მისთვის კლდეები შემზღუდველი კალაპოტია.
ასე სილაღეს სულს უხუთავს კანონი ავი.ასე კირთები ქვეშ ღონდება ველური ტომი,ასევე ბრაზობს დღეს კავკასი მდუმარედ მდგომი,ასე სურს უცხო ძალებისგან დაიხსნას თავი.
1829

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი