პოეზია · ლირიკა
* * * მიმწყდარა
მიმწყდარა მბოდავ ბაგეთა შფოთი.ლოდინმა მთვარე დალიოს ლამის.ეს ღამე ქვეყნად უჩემოდ მოდისდა ისე, ისე მარტოა ღამე...
სასაფლაოზე სუფევს სიო დაჟინმორეული ლაშების ლოკვა.გაეხირება სამარეს სევდადა ყელზე ყულფის მაშველი კვალი.
მიმწყდარა მბოდავ ბაგეთა შფოთიდა ქარქაშს ეძებს ყვითელი ყამა.ეს ღამე ქვეყნად უჩემოდ მოდისდა ისე, ისე მარტოა ღამე...