↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მთელი ზამთარი

ბიბილაშვილი ზაზა

2024-03-131 წთ საკითხავი6217 ნახვა

—
მთელი ზამთარიროგორ მოვმცდარვარ! –ზამთარი ითხოვს სულის შებერვას -ჩამოილევა რიცხვიც ოცდარვადა მოეღება ბოლო თებერვალს.
მიყრილა ცაზე დათვი და ბელი -მიფიცხებია მთვარის გრილ კოცონს.მიწა კი მშიერ გაზაფხულს ელის -მოვა და თოვლის საძოვრებს მოძოვს.
მინავლებულა რიცხვიც ოცდარვა,ნაკვერჩხალივით შებერვას ითხოვს.მთელი ზამთარი ისე მოვმცდარვარ,არ ილეოდეს ზამთრებიც თითქოს...
ბიბილაშვილი ზაზა

ბიბილაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი