↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თანამედროვე გიგანტიური ხმა უკარნახებს საუკუნეებს!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
რამდენიმე ათასი მუშა კიმღერისინტერნაციონალს.ეს გიგანტიური ხმაუკარნახებსთავის ნებასახალ საქართველოსმომავალ საუკუნეებს.
მუშებში არის პოეტი,იგი გარემოს ადარებსიმ უზარმაზარეგზოტიურ ყვავილს,რომელიც იფეთქებსმიწის გულიდანდა გაშლისთანავემარადისობაში ფანტავსთავის სურნელებას.
საჭირო არააგამახვილებული ყნოსვა,რომ მან დაგათროსდა დაგათროს იმდენად,რომ გადაჭრით სთქვა:სრულის შეგნებით ვამჯობინებერთი დღის განმავლობაშივიყო თანამედროვერიონჰესი,ვინემ მარადისობაშიის ეკლესია -არა თანამედროვე.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი