↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თანდათან, თანდათან ახალი ქვეყანა შენდება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
რამდენი მძლავრიმკვიდრდება სახლიდა ემატებააგური აგურს,თვალი სიახლესხვდება სიახლით,გულიც უჩქარებსრიტმს ამხანაგურს.
არაფერია,თუ ამ ლექსთა ცვლისსისწრაფეს ბევრითვალსაც ვერ მოჰკრავს,ცოტათი მაინცსისწრაფე მისიჰგავს ჩვენთა დღეთაკინემატოგრაფს.
ვინ იფიქრებდა,რომ ამოდენაგრანდიოზულისაქმე გველოდა.ასეა ტემპი,ასეა დენარევოლუციონურსაქართველოდან.
როცა ვიგონებძვირფას სახელებს,სხვა რომ ხატავდა,აწ არც მამშვიდებსდა არც მახელებს...მორჩა, გათავდა!
გათავდა, მორჩა!ჩვენ საქართველოსსხვას ველით წრიდანყოველი მხრიდან,ყოველი მხრიდან,ყოველი მხრიდან!წაიღო ცხოვრებამოცნება,მოსილი ლაჟვარდიკორდებით...თანდათან,თანდათან,თანდათან,ყოველდღეიმ წარსულს ვშორდებით.
გზებიდან მიიჭრა ანძასთანტრიერით, ბენზინით,შორ ფრთებით...თანდათან,თანდათან,თანდათან,ყოველდღერუტინას ვშორდებით.
ხარაჩოც, ქცეულილანდათა,და კერაც, რომელიცენთება,თანდათან,თანდათან,თანდათანახალი ქვეყნისთვისშენდება.
სასახლე, რომელიც ჩანდა თან,ჩაგრულისსისხლი და ოფლია...თანდათან,თანდათან,თანდათანახალისგახდება მსოფლიო.
ვინ იფიქრებდა,რომ ამოდენაგრანდიოზულისაქმე გველოდა.ასეა ტემპი,ასეა დენარევოლუციონურსაქართველოდან.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი