↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თასი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
თასს სადღეგრძელოს ხელში ვიღებასსა და ათასს.დაე, ესმოდეთ: ერთმანეთისგატანა ვიცით.შეხედეთ ამ თასს, მეომრებო,შეხედეთ ამ თასს,იგი სავსეა არა ღვინით,არამედ ფიცით.
ქართველის ფიცით, ვისიც ეხლაისმენთ გულისთქმას,მარად ერთგულის გრდემლის, კალმის,ხმლისა და გუთნის,მებრძოლის ფიცით, რომ არასდროსარ ჩავაგებთ ხმალს -მის დასაცავად, ვის სიცოცხლეჩვენი ეკუთვნის.
უსამშობლოოდ, დე, ის ღვინოგადმექცეს შხამადდა სასიკვდილო გაზმორებადმოედოს ძარღვებს,როგორც ეკუთვნის, როგორც უნდაგანსაცდელ ჟამად,ვინაც ფიცსა სტეხს, ვინაც ძმობისსიმტკიცეს არღვევს.
სამშობლოს ჩვენსას ბევრი ომიგადუტანია,მრავალ ქარიშხალს გვიხატავდაცხოვრება ქართლის,ის თავდადების და გმირობისმატიანეა,ეხმაურება იმ ხმალს ჩვენიხმალი სიმართლის!
თასს უკანასკნელს ვცლი. დავცალე!გადავდივარ მას,დაე, დაიმსხვრეს მტერი ჩვენისმძლავრი სიმტკიცით!ახსოვდეს ყველას, ვინც აიღებსამ მშობლიურ თასს,რომ ის სავსეა არა ღვინით,არამედ ფიცით.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი