↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი იმერეთის ზამთარი "

თაბაგარი თეა

2026-07-181 წთ საკითხავი2351 ნახვა

—
თენგო ცერცვაძეს)
თეთრად მოწინწკლულან ეზოები,მთებიც ჭაღარაა ალაგ-ალაგ,და ეს სისადავე მოზღვავებულსასოწარკვეთასაც გადაფარავს.მალე ყვითელგულა ენძელებიამოიწვერება მიწისპირზე,მონატრებულ კადრებს მოვიძიებ,წლების თაროდან რომრიდით მიმზერს...ოდის ერთ კუთხეში ბუხარია,რომელიც სუნთქვასაცკი სხვა ხიბლს სძენს,პატარა ბავშვივით მიხარიაყოველი ფანტელის სიფაქიზე.დუმილის უცნაურ სიმფონიასარღვევს ჩიტუნების ჩამიჩუმი,მგონი, სულ პირველი სტრიქონივით,ეს ლექსიც სოფელში ჩამირჩება.ზეცას ღრუბლის ქუდი აფარია,დარბის ნიავქარი, ვენახს სერავს,ჩემი იმერეთის ზამთარია,ამ სულს ბავშვობა რომ შეახსენა.
თაბაგარი თეა

თაბაგარი თეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი