↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი იმერეთის ზაფხული

თაბაგარი თეა

2026-07-181 წთ საკითხავი2345 ნახვა

—
უკვე მერამდენე ზაფხულია,ჩემი იმერეთის მონატრებასვეღარ ავუდივარ... დგას გულღიაკლდეებში მღვიმევის მონასტერი,სადაც სხვანაირად მიცემს გული,სუნთქვაც უფრო ხშირი და რბილია...მოგონებებში რომ მიერთგულეს,ბავშვობის კადრებიც გამირბიანზოჯერ, და ისეთი უმწეო ვარისე უსუსური, როგორც ჩვილი,წინაპრებისეულ ფუძე-ოდასმხოლოდ ნოსტალგია მაკავშირებს.ფერებს ვაკოწიწებ სიზმარეულს,საყვარელ მთა-ველებს მათით ვწვდები,და თავს მახსენებენ სეზონები,მათაც არასოდეს ვავიწყდები,
(ჩემი იმერეთის შემოდგომა,ჩემი იმერეთის ზამთარი,ჩემი იმერეთის გაზაფხული,ჩემი იმერეთის ზაფხული.)
მეუბნებიან, რომ ვენატრები.
თაბაგარი თეა

თაბაგარი თეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი