↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიკვდილის ბრჭყალებში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
კავკასიის მთის ციცაბო კლდეზეძირს ტოტ-დახრილი მუხა დგას ობლად,ცა მიაჩნია შორეულ ღმერთადდა დედამიწა მახლობელ-მშობლად.წელიწადების ურიცხვმა გროვამვერ გამოსტაცა სიმხნე და ძალა,ქარიშხლიანი მოგონებებიმისი ხსოვნიდან დრომ ვერ წაშალა.ღრმა ნაოჭებით დაფარულ შუბლზეშემოდგომისა მეფობდა დილა,ბევრჯერ აშლილა შავი ფიქრებიდა ბევრჯერ ისევ-ისე წაშლილა.და მხოლოდ ფიქრი ერთი უმიზნოღრმად ჩარჩენია, ვით წყევლის კვალი:„და ყოველივე და ყოველივეამაო არის და წარმავალი,ნათელი სხივით შემოსუდრულიხვალ დაბნელდება ცა გამჭვირვალედა შენც, მოხუცო, სიკვდილის ხელიგაგანადგურებს ან დღეს, ან ხვალე!“კავკასიის მთის ციცაბო კლდეზეძირს ტოტ-დახრილი მუხა დგას ობლად,ზურმუხტისფერი ცა არ იზიდავსდა დედამიწა აღარ სწამს მშობლად.
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი