↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ცეცხლთან ჯვარობით გაგიგიჟებ ჩალისფერ ვნებებს"

ტყეშელაშვილი სოფიკო

2009-08-121 წთ საკითხავი1078 ნახვა

—
ცეცხლთან ჯვარობით გაგიგიჟებ ჩალისფერ ვნებებს,გამოფიტული საუკუნე დაღლილი ხვნეშის,ხვრეპენ კატები, ჩემი სიზმრის თეთრ წვიმებს ხვრეპენ,ღმერთს ვეძებ შენში, უღმერთოო, ღმერთს ვეძებ შენში.ეს შენ იყავი, თუ ამ ქვეყნად ვინმე მიკვირდა,გააფაქიზებს თეთრი ყანჩა მწვანე ლელიანს,მარტო დარჩები ერთადერთხელ, ისიც სიკვდილთან,სხვა მარტოობა მოგონილი სისულელეა.იყავი მეფე ვნებების და არ ექცე მონად,არ ექცე მონად, გადამალე თვალები მრეში,ვწერ, როგორ მინდა დედამიწის სასთუმლის პოვნა,ვწერ, როგორ მინდა გადავღალო ეშმაკი შენში.

ტყეშელაშვილი სოფიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი