↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მე რომ შემეძლოს სუნთქვას გაგიყოფ"

ტყეშელაშვილი სოფიკო

2009-08-121 წთ საკითხავი1077 ნახვა

—
მე რომ შემეძლოს სუნთქვას გაგიყოფ,გაგიხდებოდი მშვიდი, დამყოლი,ვიცი, შემკრთალო მინდვრის ყვავილო,ვერცხლისფერ ღრუბლებს თვალს რად აყოლებ.შემოგეცრიცა პერანგი მოკლე,ვინ რას გაიგებს, შენ რომ გაბრაზდე,არ შეიძლება ჭიქაში მოკვდე,ასე, უბრალოდ, ფანჯრის რაფაზე.არ გეკარება ქარი სათოფედ,თვალებში გაყრის ჭერი თაბაშირს,შენ გულისწორი გარეთ დატოვე,გულისწორი კი სხვასთან თამაშობს.ეიოლება ყოფნა უშენოდ,შენ კი მზის სხივი გაკრთობს, მცირედი,იქ თბილ წვიმებსაც სახეს უშვერენდა ფესვებამდე ჩასდით წვიმები.ვიცი, შემკრთალო მინდვრის ყვავილო,ვერცხლისფერ ღრუბლებს თვალს რად აყოლებ.

ტყეშელაშვილი სოფიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი