პოეზია · ლირიკა
*** "ყრუ აივანის ჩაშლილი მხარი"
ყრუ აივანის ჩაშლილი მხარისურომ გაათბო შემოხვევებით,გვერდით ჩამივლის მეტოქე ქალიიმ სხვანაირი ყელმოღერებით.მაგრამ ტკივილი ჩემამდე ჩასთვლემს,რადგან ტკივილი უძლურებს უტევს,გავერიდები მომაკვდავ ვარდებსდა გავეკვრები სამყაროს უპეს.ეჰ, სიყვარული დამრჩება შენთან,იქნება ბედით, იქნებ შემთხვევით,დღისა და ღამის გიჟური შერთვა,ჩვენს შორის ბევრჯერ ჩადგა ხერხემლით...ეჰ, სიყვარული დამრჩება შენთან.