↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთები მეძახიან

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8601 ნახვა

—
ღამე ბნელია და მძიმე ცაძინება,ღამეს ისუნთქავენ საგნები მძნარი.ვიღაცა მეძახის, ნეტა რად ინებაამ დროს დაძახილი: ეჰეი, ვინ არის?
თვალის გამოხელა მძიმე და ამოა,სმენის დაძაბვა და შეგრძნობა დუმილის,ფიქრი: საცა არი, აქ მთვარეც ამოვა,სულო დაწყევლილო, ნუ მიხმობ, ნუ მელი.
ისევ დაძახილი ყრუ და შორეული,მთიდან წამოსულა და სივრცე გახია,მთვარე მოლასლასებს სევდამორეული,მთები მეძახიან! მთები მეძახიან!
ავყვები ბილიკებს, მვერვალი ახლოა,ავყვები და ავალ მწვერვალზე როგორმე,აქ არც სიმშვიდე და არც სამოსახლოადა არც ის ცისფერთვალება გოგონა.
ეს მთაა მალამო, აქ ცაა დაბალი,აქ გრიგალებია და ზოგჯერ მზეც არი,ეს მთაა მაღალი, მეც აქ ვარ და ბოლოს,აქ არის მარადი სიცოცხლე - მზესავით.
1953
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი