პოეზია · ლირიკა
მეგობარ N-ს
მზე არ აენთება და უფრო იალებს,მოხვალ და იწყება ქუჩაში ყიალი.მერე იტვირთება ჩვენითვე ბაღები,სახეზე ღიმილით, ხან კიდევ ნაღველით.წითელი „პრიმისგან“ დამწვარი თითებით,რაღაცას ვამტკიცებთ და მზისებრ ვინთებით,ზოგჯერ უცხარესი ცხრება ლაპარაკიდა ხმები დინჯია, დინჯია ნაბიჯი.და მოემატება ამხანაგს ამხანაგი.გულებში რაიც გვაქვს, მთლად გადმოვალაგებთ,ღიმილით ჩაუვლით უნიჭო აფიშებს....ადამიანი დროის და მთვარეზე დარდობს.დაე მათ მოიქცენ, როგორც ურჩევნიათ.ო! ჩვენ კი სულ სხვა ვართ, ჩვენ ორნი მარტო,რადგანაც ვტირივართ ელვარე მზეზე,ზოგჯერაც უღიმით მთვარიან ღამესჩვენივე ტირილის, ღიმილის მიზეზებს,თვით ჩვენვე დავეძებთ და დღეს თუ ხვალევიპოვით უთუოდ, უთუოდ მჯერა.
1950