↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე რომ მიყურებ, მეც ღმერთი ვარ

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8593 ნახვა

—
მიწასა ზედა განწირული იწვა მიწიერი.უფალნი ჭირის უკუნეთზე უმწარეს კვნესენ,წამი ერთია, მოვალს ქრისტე და მოაწია.განწირულ ცხედარს შეესიტყვა იესუ ისე:
„ადამის ძეო, აღიღეო ცხედარი თვისი,ადამის ძეო, იარეო აწ სახედ შენდა,ადამის ძეო, ადიდეო ადამის ძენი,ადამის ძე, სიკვდიმდეო იესუს ენდე“
ადამის ძემა მყის აღიღო ცხედარი თვისი,ადამის ძემა მყის იარა აწ სახედ თვისდა,ადამის ძემა იგალობა სახელი ღვთისი,ადამის ძე ლოცულობდა გალობით ღვთისდა.
წმინდაო ქრისტევ! შენ სხეულის იგრძენ დაფლეთადა ე.ი. ხორცით ევნე, ხორცით ეწამე,მაგრამ სულს თურმე უეცარი ძალუძს გაფრენადა უეცრადვე გააფრინე მეცხრე ზეცამდე.
მე რომ მიყურებ, მეც ღმერთი ვარ - ჯვარზე ვნებული,მაგრამ პირიქით, დამიმსხვრიეს სული ალალი,თურმე არ ძალუძს, რომ გაფრინდეს ცაზე სხეული,დამსხვრეულ სულის ვერ ვიპოვე ქვეყნად მალამო.
მე რომ მიყურებ, მეც ღმერთი ვარ - ჯვარზე ვნებულიო! მეც ღმერთი ვარ - მიწიერთა და მიწიერი,ჩემი ფიქრები - მეცხრე ზეცას დადევნებული,ვერ აღწევენ და მიწაზევე დაიწივლებენ.
სხეულით ევნე, მე კი - სულით გადამსხვრეულით,მოდი და სული გამიმრთელე, როგორც სხეული.
1950
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი