↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვლადიმერ მაიაკოვსკი დედა და დები

ტაბიძე ტიციან

2026-07-181 წთ საკითხავი10765 ნახვა

—
- რა ვუთხრა შენ დებს: ოლიას, ლუდას!მათ შენზე ცრემლი აღარ აშრებათ,მათ დამშვიდება თვითონაც უნდათ!
მე ვხედავ ერთად ამ საწყალ ქალშიყველა მგოსნების მწუხარე დედებს;შევუდგეთ ერთად, ძმებო, მას მხარში,ის ყველას სევდას ერთად აერთებს.
ჩემ წინ იშლება საერთო ყრმობადა ქუთაისში რევოლუცია.- თუ იყო მასში გამბედაობა,ეს თქვენ ქვეყანას გადმოუცია.
და მე ვიცოდი, რომ მაიაკოვსკისარ დარჩენია ამ ქვეყნის ვალი;პოეზიისთვის ბრძოლებს ვინ მოსთვლის,მას დევის ჰქონდა ფეხი და კვალი.
თეთრდება პრესნა და თებერვალი -ქარბუქიანი მოსკოვის ღამე.კავკასიონის მოსჩანს მწვერვალიდა აჟღერილი მთა მოკამკამე.
აკაკის ლექსით გამონაფრენიბუჩქებში ბჟუტავს ციცინათელა;ტიტველ ღრუბლების ჩანან აფრებიდა ჩვენი გული თერგმა გათელა.
ორივე და და საწყალი დედაცრემლით ალბობენ ბაღდათის მიწას;ბედნიერებას მან აქ შეხედა,გამბედაობა ამ ზეცამ მისცა...
არ იყო მისთვის უცხო ალერსირევოლუცია, წითელი პრესნა.მან ის იმღერა ვაჟკაცურ ლექსით,რაც საქართველოს მთებში მოესმა.
ვიცი, დადგება ბაღდათის ბაღშიყრმა მაიაკოვსკი - ბრინჯაოს ბავშვი,მე ეს ვუთხარი მწუხარე დედასდა ყველას ერთად მოგვეშვა სევდა.
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი