↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემობრუნება

ტყეშელაშვილი სოფიკო

2009-08-121 წთ საკითხავი1077 ნახვა

—
ვერ შევეგუე, თუკი ვინმეს რამე ვერ ვარგე,მე არ მქონია არასოდეს, იცი, ქვის გული,გადავემალე ეგეოსის ქაფის პერანგებსდა იმ შორეულ ჭიპს ვიყავი მაინც მიკრული.ჰო, იმ შორეულს, უცნაური მთელის ნაწილიდა ჩემს განწყობას მიაწერდნენ ხშირად მნათობებს,შემოგიარე, საკუთარმა სისხლმა გამწირადა ვაპატიე, რომ უჭირდა, ვერ მივატოვე.ცამ მომაკვდავი ვარსკვლავების გაშალა ჩელტი,ვარდისფერ ნუნებს ატმებისას სხვა შუქი მოსავს,ვერ მივატოვე, რადგან ის ბევრს ნიშნავდა ჩემთვის,რადგან შეიძლო ჩემს კარებთან იმედით მოსვლა.სხვა ჩაბრუნება, თუ ჩავყევი ცრემლებს მომისევსდა ცრემლებს შორის ძნელი არის ვპოვო ნუგეში,შემოგიარე, მეტყვი რამეს და მე მოგისმენასე ჩამჯდარი დახეთქილი კედლის კუთხეში.ასე ჩამჯდარი, მერე ისევ ჩემი გზით ვივლი,ხან ჯოჯოხეთი მიხილავს და ხანაც სამოთხე,შენ მარტოობის დამანახე სევდა და ხიბლი,მე მარტოობით აღტაცება ჯერ ვერ ამოვთქვი.ვერ შევეგუე, თუკი ვინმეს რამე ვერ ვარგე,მე არ მქონია არასოდეს, იცი, ქვის გული,გადავემალე ეგეოსის ქაფის პერანგებსდა იმ შორეულ ჭიპს ვიყავი მაინც მიკრული.

ტყეშელაშვილი სოფიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი