პოეზია · ლირიკა
სადღეგრძელო
ბახუსმა აღარ დამინდო,დავითვერ ალადასტურით,ღვინო იყო და რა ღვინო,სათუთად ნაფერ-ნაწური.თვალი შევავლე ჭინჭილას,თითქოს შემიჩნდა მაცდური,ირონიულად მიცქერდახელადის ციდა ნათლული.გულბაათ გამომეცხადა,სათამადეთში განთქმული,მითხრა: – ჭინჭილით არ შესვა,ყანწი შეივსე ყანწური.რჩევა ვისმინე, დავუთმე,თამადას ვთხოვე დასტური,მაჯაზე შემოვიგრიხე,ჯიხვის რქა მამა-პაპური,შევივსე, ქებით გავლუმპეალადასტურის დამწური.