პოეზია · ლირიკა
კლასის ჟურნალი
გადამიშალეთ, თუ ღმერთი გწამთ,კლასის ჟურნალი,ამოვიკითხოთ გაკვეთილზედღეს ვინ გვწვევია,ვკითხულობთ გვარებს პაწაწინა,ფერმკრთალ უჯრებში –რამდენი `არა~, ცრემლიანიჩაუწერიათ.მზე დამალულა, გადაჰკვრიაცას მელნისფერი,გაცვეთილ ფურცლებს გულში სევდაჩაბუდებიათ,ეჰ, `შატალოზე~, `შატალოზე~წასულან ბევრნი,და, სამწუხაროდ, ზარის ხმაზეარ ბრუნდებიან....ფრთხილად დახურეთ, თუ ღმერთი გწამთკლასის ჟურნალი.