↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დღე მიილულა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95290 ნახვა

—
დღე მიილულა, როგორც ობობა,დღე მიიბნიდა ვით ფეერია.დღის მეცოდება უნაყოფობა,უსივრცო ღამეს რომ შეერია.
ხვალაც ხომ წყევლით უნდა უცადო:მკვდარი სიბნელის მოსვლა ცბიერი,რომ განიცადო და კვლავ უწოდო -არარაობა: სიცალიერე...
ხვალაც ვესროლო ვისმეს: „მშვიდობით“.ვით ხის ფოთლები, დაცვივდენ წლები,მივდივარ სავსე უამიდობითდა არასოდეს არ დავბრუნდები.
ვერ მოგშორდები, სულ ერთი არის,უშთაგონებო სიყალბევ ქარის.
სათამაშოებს დიდება ისევ,უყვარს ხანგრძლივი ხმა ბზრიალასი,ქერა ტიკინა უწევს ბალიშზე,ბუხართან ოქრო ელავს, ხალასი.
მწუხრის სიმშვიდის აოცებს რული,ბობოქარი დღის შემდეგ რომ მოდგა,თრთის სიხარულით აღსავსე გული -მშობლიურ ცეცხლთან მგზნებარე მარად.
მე მიყვარს ხელის შეხება ქურდიშუბლზე, რომელიც ცხელია, ცხელი.იქ კუთხეში კი - კვლავ გდია ბურთი,უფაფარო და უკუდო ცხენი.
დამავიწყდება დაღლა და გარჯანელ საუბარში წამნი წარვლიან -აი სულ, რაც ჩემს ცხოვრებას დარჩა,რის სიყვარულიც მე მისწავლია.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი