↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დიდის ჭრიჭინით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95287 ნახვა

—
დიდის ჭრიჭინით, მაგრამ მაინც მიდის ურემი,დიდის ჭრიალით, მაგრამ მაინც ტრიალებს ღერძი...ღვნეშით, ოფლის ღვრით მიიწევენ აპეურებიმხარეს, სად როსმე ფაზი იყო და ოქროს ვერძი..
დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიაქვს გაზეთი,ძლივს მობოგინე, მაგრამ მაინც იმერეთია.აწ კვახჯირია, პატრიკეთი და უკანეთი -მხარე, სად როსმე მშვენიერი იდგა მედეა!
აქ პოეზია შენი და ჩემი...რას გაიხარებს ამ ჭაობში სისხლის ლერწი,დიდის ჭრიჭინით, მაგრამ მაინც მიდის ურემი -დიდის ჭრიალით, მაგრამ მაინც ტრიალებს ღერძი.
1920
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი