↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მისდევს რგოლს რგოლი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
მისდევს რგოლს რგოლი. ასე: ტოლ-ტოლიცვივა ფოთოლი ჩვენი თაობისსხვადასხვაგვარი, გზაა მდაგვარიამ მრავალგვარი სანახაობის.
ჩვენი თაობის გამბედაობასსხვა მოძრაობის ედგა მოტორი.ეჰა! რადარა, ქარში გვატარადიდი, პატარა, ტოლი და სწორი!
ნათელი სევდით ლექსებს ვუსმენდით,სად მონუმენტი იდგა მთაწმინდის,მიმყავდა გემი და ნუგეშმფენიხმა ჰქუხდა ჩემი ეფემერიდის.
სად მრავლობითი იდგა კოპიტიუარყოფითი შრიალით სავსე -წარსული ტირის არაგვისპირისდა ჩემი გმირის თავგადასავალს.
გგონია იქნებ, გზას გავიგნებდით,გზას გაიგნებდა წყვდიადში თვალი,უკვდავი ლანდის კლდე რომ არ სჩანდეს,რომელს მარადის ჰქვია სტალინი?
მის მეოხებით სხვა ამბოხებისფარჩა-ნოხებით იცვლება თალხი -ყოველი დროის და გარემოისჭეშმარიტ პოეტს გაიგებს ხალხი.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი