↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მიყვარდა იმ დროს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95286 ნახვა

—
მიყვარდა იმ დროს ცხოვრების ღელვა,და ბრძოლა, ბრძოლა მოუსვენარი,ქარიშხლიანი წვიმა და ელვა,თავზარდამცემი გრგვინვა და ქარი.მიყვარდა ცქერა, თუ ვით იცოდნენიმედთან ბრძოლა ყოფნის ზვირთებმა.მიყვარდა ზღვათა ძლიერ ტალღებთანთავგანწირული სიმღერით შებმა..უგრძნობელთათვის მგოსანი ვიყავ,გრძნობიერთათვის თოვლი და ყინვა,მე შენთვის წრფელი სიმღერა მქონდა,სხვებისთვის კიდევ მწარე დაცინვა.
ეხლა მშვიდათ ვარ... საგაზაფხულოწმინდა ჰაერით ვიკლავ დიდ წყურვილს.ვუცქერ მშვიდ ცაზე ღრუბლების ცურვას,და ვგრძნობ სულ სხვაგვარ ოცნება-სურვილს.მიყვარს, როდესაც უგზო-უკვალოდდავეხეტები და იმით ვტკბები,თუ სადმე ველად მიმალულ ყვავილს,ან თეთრ ოცნებას თავს წავაწყდები!
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი