↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მიყვარდა ჰანგი გრძნობით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
მიყვარდა ჰანგი გრძნობით გამთბარი,ყვავილებივით ნაზი და ჩუმი -ხან მოშრიალე, ვით აბრეშუმი,ხან მოთამაშე, ვით ნიავქარი.სიმღერა - გულში დაგუბებული,ხან ნიავივით, ხან შეშლილივითროს სიღრმეში ვერ იტევდა გული,გადმოდიოდა ფერად ლივლივით.ვმღეროდი დამთვრალ ყვავილთა მტვერში,ვმღეროდი ტრფობის ან მტრობის ხმაზე,მსურდა ყოველში და ყველაფერშიმუსიკა, გრძნობა და სილამაზე.მუსიკა, იგი! ჰოი, მგოსნებო,მართალი არის იგი თქმულება,რომ უფრო დიდი და საოცნებოუფრო მაღალი დანიშნულებაარ არის, როგორც განწმენდის ხმაში,ვით ცეცხლის ალში, დააცხრო ვნება,რასაც არ ჰქვია რითმათ თამაშიდა განცდათ ტანჯვა - მშვენიერება.
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი