↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მიჰქრიან ზვირთნი მოგონებათა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
მიჰქრიან ზვირთნი მოგონებათა,უუნაგირო და ულაგამო,რაც მაბადია და რაც მებადა:მოგონებაა - შორი საღამო.
აღტაცებანი გვწყუროდა თანა,სულით მაღალი და ჯანსაღ-ამო.ახალგაზრდობის იყო ის ხანა,ის მშვენიერი იყო საღამო.
რა ვაჟკაცი ხარ, თუ არ გახსოვდეს -სიტყვა და საქმე შეასაბამო.არ დაგავიწყდეს შენ არასოდეს:საღამო ზღვაზე, წყნარი საღამო.
არ დაშვებულა ჯერ კიდევ ფარდადა გულიც სცოცხლობს სულ იმის გამო,რომ ჩვენ სამშობლო გვიყვარს, გვიყვარდა -ჯერ არ დამდგარა მისი საღამო.
როს მეგობრები შევხვდით ერთმანეთს,შორი, ვრცელი და დაუსაბამო,გაყრისა ჟამი ჰქონდათ ზღვას და მზეს,მხნე, მშვენიერი იყო საღამო.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი